თელავში კაცმა ყოფილი ცოლი მოკლა

თელავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილმა ქმარმა 50 წლამდე ქალი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით მოკლა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა მომხდარის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. მედიკოსების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები