მიმდინარე წელს საქართველოს აზერბაიჯანის 1 მილიონზე მეტი მოქალაქე ეწვია
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს აზერბაიჯანის 1 024 349 მოქალაქე ესტუმრა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდამ 7.1 % შეადგინა. შესაბამისად, საქართველოში ჩამოსული აზერბაიჯანის მოქალაქეთა რაოდენობა 68 292 ადამიანით გაიზარდა. საქართველოში ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობით აზერბაიჯანი მეორე ადგილზეა. პირველ ადგილზე რუსეთია, საიდანაც საქართველოს 1 058 549 ვიზიტორი ეწვია. 864 474 ვიზიტორით მესამე ადგილზე სომხეთია. მომდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ საერთო ჯამში 6 320 516 ვიზიტორს უმასპინძლა.