სალომე დემურიამ ალმა-ატის მეორე საერთაშორისო ფესტივალზე საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო მიიღო

სალომე დემურიამ ალმა-ატის მეორე საერთაშორისო ფესტივალზე საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო მიიღო. მას ჯილდო გადაეცა დიმიტრი ცინცაძის ფილმში „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“ შესრულებული მთავარი როლისთვის.
ალმა-ატის ფესტივალი ყაზახეთის დედაქალაქში  14-20 სექტემბერს მიმდინარეობდა, ძირითად კონკურსში 12, ხოლო  50 ფილმი არასაკონკურსო პროგრამაში მონაწილეობდა.   ფესტივალს 30-ზე მეტი ქვეყნიდან სტუმრობდნენ კინოინდუსტრიის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები