თეა წულუკიანი: ეჭვი, რომ გახარია მის თანამშრომელს უკანონოდ ხელს დააფარებდა, არ გამჩენია

“ეჭვი ჯერ კიდევ მაშინ იმასთან დაკავშირებით, რომ ის, როგორც მინისტრი, რომელიმე მის თანამშრომელს უკანონოდ ხელს დააფარებდა, არ გამჩენია”, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებებზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გიორგი გახარია ყოველთვის იყო მომხრე ჭეშმარიტება დადგენილიყო როგორც ერთ მხარეს, ისე მეორე მხარეს.

​„როდესაც გიორგი გახარია იყო მინისტრი, მე შევსწრებივარ ბევრჯერ არასაჯარო საუბარს, ასევე მინახავს მისი საჯარო განცხადებები, არავითარი წუხილი, ეჭვი ჯერ კიდევ მაშინ იმასთან დაკავშირებით, რომ ის, როგორც მინისტრი, რომელიმე მის თანამშრომელს უკანონოდ ხელს დააფარებდა, არ გამჩენია. პირიქით, ის ყოველთვის იყო მომხრე, რომ ჭეშმარიტება დადგენილიყო როგორც ერთ მხარეს, ისე მეორე მხარეს. მით უმეტეს ახლა, პრემიერობის პერიოდში, რა თქმა უნდა, მას უფრო გაცილებით მრავალმხრივი საზრუნავი აქვს, ვიდრე რომელიმე გამოძიებაში ჩარევის სურვილი შეიძლება იყოს. მით უმეტეს, რომ ამ სურვილის საფუძველი აქამდე არ ყოფილა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები