გიორგი ვოლსკი: პარლამენტში საშვების დაშვების დროებით შეზღუდვა სწორი გადაწყვეტილებაა
პარლამენტის შენობაში საშვების დაშვების დროებით შეზღუდვას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი სწორ გადაწყვეტილებას უწოდებს.
,,შემოვარდნები, განხილვის დროს, სასტვენების შეძახილები, პარლამენტს რაც არ უხდება და არ ახასიათებს, რასაკვირველია, არ უნდა იყოს დაშვებული. აქვს ამის დისკრეციის უფლება პარლამენტის თავმჯდომარეს და სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუკი პარლამეტში შემოსვლა შეიზღუდება“- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის გამო პარლამენტის შენობაში საშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს. როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილების მიზანი შესაძლო პროვოკაციების პრევენციაა.