მსოფლიო ჩემპიონს ძიუდოში, ნუგზარ წურწუმიას ქალაქ ხობში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს
ყაზახეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალის მფლობელ ნუგზარ წურწუმიას, მშობლიურ ქალაქ ხობში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. სპორტსმენის განცხადებით, მისი მიზანია ოლიმპიური ჩემპიონი გახდეს.
მსოფლიო ჩემპიონს, გამარჯვება სამეგრელო ზემო – სვანეთის მხარის ვიცე – გუბერნატორმა – დავით ფარცვანიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა – გოჩა ქაჯაიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს.
შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა ნუგზარ წურწუმიამ წარმატებით იასპარეზა. ხობელმა ფალავანმა (55 კგ) ფინალურ შეხვედრაში ყაზახეთის წარმომადგენელი, ხორლან ზაკანშა 9:0 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.