„ვიღაცას ძალიან უნდოდა, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე ტყუილი ხმაური დაწყებულიყო“

  ვიღაცას ძალიან უნდოდა, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე ტყუილი ხმაური დაწყებულიყო – ამის შესახებ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
“იმას, ვისაც უნდოდა, ტყუილი ხმაური დაწყებულიყო, იმას ერთი პასუხი დააკმაყოფილებდა, რომ ეს ადამიანი ციხიდან გაიყვანეს. რაც არ მოხდა, იმას, ბუნებრივია, ჩვენ ვერ ვიტყოდით. შესაბამისად, გაკეთდა ის განცხადება, რაც ფაქტებით დადასტურდა. ძალიან დიდი დრო წაიღო ვიდეოკამერების ამოღებამ, რომ დაგვენახა რაიმე მანქანა, რომელიც შესაძლოა სასჯელაღსრულებას ან პროკურატურას ეკუთვნოდა, იმ კონკრეტულ საათებში გაიარა თუ არა. არც ერთი მსგავსი რამ არ დაფიქსირებულა”, – აღნიშნა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები