რომში, ქართველი ხატმწერის – დავით ლუაშვილის პერსონალური გამოფენა გაიმართება

21-23 სექტემბერს, 18:00 საათზე, იტალიაში,  რომში, ქართველი ხატმწერის, დავით ლუაშვილის პერსონალური გამოფენა გაიმართება.
გამოფენა საქართველოს საელჩოს და იტალიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის პატრონაჟით იგეგმება.
გამოფენა გაიმართება რომის ისტორიულ ცენტრში, გალერეა „in cinque“-ში. წარმოდგენილი იქნება ღვთისმშობლის შუა საუკუნეების ბიზანტიური ხატების ასლები.
იტალიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, გამოფენა ხელს შეუწყობს ქართული ტრადიციული ხატწერის, მისი მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული კულტურისა და ისტორიის წარმოჩენას და პოპულარიზაციას.
გახსნას დაესწრებიან  საქართველოს მეგობარი იტალიელი სტუმრები, რომში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, გალერისტები…

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები