მარჯანიშვილის თეატრი მწუხარებას გამოთქვამს მარლენ ეგუტიას გარდაცვალების გამო

0

მარჯანიშვილის თეატრი მწუხარებას გამოთქვამს მარლენ ეგუტიას გარდაცვალების გამო  და  უსამძიმრებს მსახიობის ოჯახს.
მარლენ ეგუტიამ შეასრულა როლები ფილმებში: „უძინართა მზე“, „დათა თუთაშხია“, „სიყვარულის ბალადა“, „მალე გაზაფხული მოვა“, „ფიროსმანი“, „იავნანა“ და „ომი და ქორწილი“.
საქართველოს დამსახურებული არტისტი მარლენ ეგუტია 81 წლის ასაკში გარდაიცვალა, იგი 1969 წლიდან მოღვაწეობდა მარჯანიშვილის თეატრში.

თეატრში შესრულებული როლები:

მანასე – კარლ გუცკოვის „ურიელ აკოსტა“,  დადგმა კოტე მარჯანიშვილის. აღადგინა სოფიკო ჭიაურელმა.
კალე – გურამ ქართველიშვილის „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“, რეჟისორი ლევან წულაძე
კრეპი – სამუელ ბეკეტის მიხედვით „კრეპის უკანასკნელი ფირი“, რეჟისორი ნიკოლოზ ლუარსაბიშვილი
რებე- ისააკ ბაშევის – ზინგერი / ივ ფრიდმანი „ტოიბელე და მისი დემონი“, რეჟისორი გოგა თავაძე
ბახა – ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“ , რეჟ. არჩილ ჩხარტიშვილი
ჰემონი – ჟან ანუის „ანტიგონე“, რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
დონ კარლოსი – ფრიდრიხ შილერის „დონ კარლოსი“, რეჟ. დოდო ალექსიძე
ბენ იოხაი – კარლ გუცკოვის „ურიელ აკოსტა“, რეჟ. კოტე მარჯანიშვილი, აღადგინა ვერიკო ანჯაფარიძემ
მელენტი კანკია – ლეო ქიაჩელის „ჰაკი აძბა“, რეჟ. თემურ ჩხეიძე
მთხრობელი – მონძაემონ ჩიკამაცუს „შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე“”, რეჟ. მედეა კუჭუხიძე
მონტანო – უილიამ შექსპირის „ოტელო“, რეჟ. თემურ ჩხეიძე
პოლკოვნიკი – ვალენტინ რასპუტინის „იცოცხლე და გახსოვდეს“, რეჟ. ნუგზარ გაჩავა
თომა – გიორგი ნახუცრიშვილის „ნაცარქექია“, რეჟ. გოგი თოდაძე
ფარსმან სპარსი – კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატი“ , რეჟ. დავით ანდღულაძე
სამუილ პერისი – არტურ მილერის „სეილემის პროცესი“, რეჟ. თემურ ჩხეიძე
კრისტიანი – ჟან მარსანის „მაყურებლისთვის ამის ნახვა აკრძალულია“, რეჟ. დავით დოიაშვილი
პროფესორი, პილატე – მიხეილ ბულგაკოვის „მორფი“, რეჟ. ზაზა სიხარულიძე
ალი – შიო არაგვისპირელის „გიულიჰ“, რეჟ. გოგა თავაძე
ალი – შიო არაგვისპირელის „გიულიჰ“…  რეჟისორი გიორგი თავაძე
ტროლი – ჰანს კრისტიან ანდერსენის „თოვლის დედოფალი“, რეჟისორი ციცინო კობიაშვილი

კომენტარები

კომენტარი