მარჯანიშვილის თეატრი 92-ე სეზონის გახსნისთვის ემზადება

მარჯანიშვილის თეატრი 92-ე სეზონის გახსნისთვის ემზადება.
26 სექტემბერს წარმოდგენილი იქნება  რეჟისორ  ანი ხიდეშელის სპექტაკლი „ცუდი ბიჭები“.
ავტორი – ლევან წულაძე, მხატვარი – თამარ ლომსაძე, კომპოზიტორი – ზურაბ გაგლოშვილი, ქორეოგრაფი – თინათინ წულაძე, რეჟისორის ასისტენტი – თამარ ფრუიძე.

მთავარ როლებში: კოკო როინიშვილი, ირაკლი ჩხიკვაძე, ნოდარ ძოწენიძე.
როლებში: ანა სანაია, ანა ვასაძე, ეკა ჟავანაძე, თამარ ბერიაშვილი, ვალერი კორშია, გიორგი კიკნაძე.

სპექტაკლის შესახებ:

ინგლისელი ავტორის რეი კუნის პიესის „ცუდი ბიჭები“ მოქმედება ლონდონში, ტომას კერვუდის ოჯახში ვითარდება.  სახლში ორი არალეგალი ემიგრანტი, კონტრაბანდით სავსე ყუთები, მორგიდან წამოღებული გვამი და რუსული მაფიის ლიდერი იმალება.
„ეს არის შავი იუმორით გაჯერებული ოჯახური ისტორია, ცოლ-ქმარზე, ძმებზე, ცოცხლებსა და მიცვალებულებზე და კიდევ იმაზე, რაც აზრადაც არ მოუვა არავის“…

შემოდგომის რეპერტუარი დიდ სცენაზე:

28 სექტემბერი, „ცუდი ბიჭები“ / რეჟისორი ანი ხიდეშელი
2 ოქტომბერი, „ ჰამლეტი“ / რეჟისორი ლევან წულაძე
3 ოქტომბერი, „ჰამლეტი“ / რეჟისორი ლევან წულაძე
11 ოქტომბერი, „ჰამლეტი“ / რეჟისორი ლევან წულაძე
12 ოქტომბერი, „ჰამლეტი“ / რეჟისორი ლევან წულაძე
22 ოქტომბერი, „ცუდი ბიჭები“ რეჟისორი ანი ხიდეშელი
23 ოქტომბერი, „მთვრალი ალუბალი“ / რეჟისორები ლევან წულაძე, ალექსანდრე ელოშვილი
24 ოქტომბერი, „მთვრალი ალუბალი“ / რეჟისორები ლევან წულაძე, ალექსანდრე ელოშვილი
25 ოქტომბერი,  „სამსახური ანუ ზაფხულის ღამის სიზმარი“
26 ოქტომბერი, „ქალები“ / რეჟისორი ციცინო კობიაშვილი
27 ოქტომბერი,  „კაცები“ / რეჟისორი ციცინო კობიაშვილი
31 ოქტომბერი, „BEGALUT – უცხოობაში“ / რეჟისორი ლევან წულაძე

 სპექტაკლების დასაწყისი 20:00 საათზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები