რუისპირის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოები დასრულდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის (ღვთისმშობელი დედა მარიამის) დარბაზული ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოები დასრულდა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ტაძრის ინტერიერში მოიხსნა კამარის კონქის და კედლების ზედაპირების ამორტიზებული ნალესობა, რომელიც კირხსნარით დამუშავდა. ამავე დუღაბით გადაეწყო და ამოშენდა აგურის ოთხსაფეხურიანი კარნიზი. მოეწყო ახალი იატაკი ქართული აგურით. ამ ტიპის სამშენებლო მასალითვე აღდგა ეკლესიის სარკმელი და თაღი. სათანადოდ შერჩეული რიყის ქვებით აღდგენილია სამხრეთი ფასადის კარის თავზე არსებული თაღი. აღმოსავლეთ და სამხრეთ ფასადზე დამონტაჟდა ხის კარები. ტაძრის სახურავი გადაიხურა ღარიანი კრამიტით. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის დარბაზულ ეკლესიაზე ააიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მონიტორინგის ცენტრი“ ახორციელებს.
ეკლესიის რესტავრაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდ „ქართუს“  ფინანსური უზრუნველყოფით დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები