ე.წ. „სამხრეთ ოსეთი” რამდენიმე დღით „პერევის“ ჩაკეტვას აპირებს
ე.წ. „სამხრეთ ოსეთი” 4 დღით „საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „პერევის“ ჩაკეტვას აპირებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ცხინვალის „КГБ“-ზე დაყრდნობით წერს.
მათივე ინფორმაციით, „რესპუბლიკის დღის“ ღონისძიებებთან დაკავშირებით, „საკონტროლო-გამშვები პუნქტის „პერევის“ მუშაობა დროებით შეწყდება. პუნქტი დაიკეტება 18 სექტემბრის 20:00 საათზე და მუშაობას განაახლებს 22 სექტემბრის დილის 6 საათზე”.