წინანდალში  დავით კაკაბაძის გამოფენა გაიმართება

15-22 სექტემბერს, წინანდალში  დავით კაკაბაძის გამოფენა გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენა აერთიანებს მხატვრის ნამუშევრებს კერძო კოლექციებიდან.
გამოფენაზე დამთვალიერებელი იხილავს სხვადასხვა პერიოდში შექმნილ ნამუშევრებს. მათ შორის პარიზის პერიოდს, სოცრეალიზმის და იმერეთის სერიას.
გამოფენა წარმოადგენს “დავით კაკაბაძე – 130” საიუბილეო გრძელვადიანი პროგრამის ნაწილს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს. წინანდლის ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ექსპოზიცია ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ ნამუშევრებს აერთიანებს. პროექტი მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს და მისი მიზანი კაკაბაძის მემკვიდრეობის უცნობი ასპექტების აღმოჩენა და ისტორიის გადააზრებაა. საგამოფენო კოლექციას წარმოადგენს „ბაია გალერეა“.
ქართული მოდერნისტული ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი დავით კაკაბაძე, ამავდროულად, ხელოვნების და მეცნიერების სინთეზზეც მუშაობდა. ქართული ხელოვნების ფორმის განახლებისთვის კაკაბაძემ, თავის ნამუშევრებში, დასავლურ და აღმოსავლურ ღირებულებებს მოუყარა თავი. ამ გზით, მან ქართულ ხელოვნებას გლობალური ფორმა და სტატუსი შესძინა. კაკაბაძის ხელოვნების დეტალური გაცნობა, გვაახლოებს როგორც ჩვენს ისტორიასთან, ისე თანამედროვე სამყაროსთან.

გამოფენა დავით კაკაბაძის ფონდის, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის, „ბაია გალერეას“ და „თი-ბი-სი სტატუსის“ ორგანიზებით იმართება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები