მაია ცქიტიშვილი: არ მინდა, შევყვე ძალიან სამწუხარო პოლემიკას ბატონი მამუკას მხრიდან

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას მამუკა ხაზარაძის განცხადებას არასერიოზული უწოდა და აღნიშნა, რომ მას “ჭორაობაში არ აჰყვება”.
“ინვესტორებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ვერ იქნებოდა ასეთი პასუხი და არც იყო. არ იყო არც ასეთი ფრაზა ნათქვამი. ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით არაერთხელ განვაცხადე, რომ სრული მზაობაა და ყველა ის ღონისძიება, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, არის მიმართული იმისთვის, რომ ეს პროექტი შეიქმნას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნამდვილად არ მინდა, შევყვე ძალიან სამწუხარო პოლემიკას ბატონი მამუკას მხრიდან, ვინაიდან ვგრძნობ ბევრად მეტი პასუხისმგებლობა მაქვს ამ პროექტთან დაკავშირებით და ზოგადად და ამ პროექტის ბედიც, როგორც ჩანს, უფრო მადარდებს”, – განაცხადა მინისტრმა.
თიბისი ბანკის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის გაცხადებით, მაია ცქიტიშვილმა “ინვესტორები, რომლებთან მოლაპარაკებაც თითქმის დასრულებულია, პრაქტიკულად ოთახიდან გამოაგდო”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები