გიგი უგულავა პრეზიდენტზე – “ათონელზე ზის მაიმუნი გახსნილი ლიმონკით”

ათონელზე ზის “მაიმუნი გახსნილი ლიმონკით,” – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს და შეწყალების საკითხზე პრეზიდენტის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.
„სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ შეწყალება “მისი სუბიექტური” გადაწყვეტილებაა. ალბათ, უნდოდა ეთქვა, რომ პრეზიდენტის აბსოლუტური დისკრეციაა. ამასთანავე, თქვა, რომ უუნაროა და შემიზღუდეთ ეს აბსოლუტური უფლებაო. პირიქითაა, შეწყალება უნდა იყოს აბსოლუტური დისკრეცია, უბრალოდ ეს დღეს აბსოლუტური იდიოტის ხელშია. კანონი კი არაა შესაცვლელი, სალომე ზურაბიშვილია სასახლიდან გამოსაძევებელი. შეუძლებელია! ათონელზე ზის “მაიმუნი გახსნილი ლიმონკით,”- აღნიშნავს გიგი უგულავა და სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მოითხოვს.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, შეწყალების საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთან და მომავალი კვირიდან შეწყალების საკითხზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც შეწყალების ახალ წესებს დაადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები