ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

14-15 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში “ქუთაისის აეროპორტი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, სომხეთისა და პოლონეთის მოქალაქეების კუთვნილი ბარგის დათვალიერებისას, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (ჯამში, 82 აბი) და კანაფის ზეთი (50 მლ და 120 კაფსულა) აღმოაჩინეს.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონულ სამმართველოს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები