თბილისში ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი გაიხსნა

სასტუმრო „სტამბაში“ თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი გაიხსნა.
როგორც „კვრიას“ მუზეუმიდან აცნობეს, ის რეგიონში პირველი ფოტომუზეუმია, რომელსაც თავისი მედიათეკაც ექნება.
მუზეუმის პრეზენტაცია თბილისის ფოტოფესტივალის საიუბილეო, მე-10 გამოშვების გახსნის კვირეულის ფარგლებში შედგა. თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის შექმნა შესაძლებელი გახდა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული პროექტით – “სამხრეთ კავკასიური ფოტოგრაფიის ჰაბი განათლებისა და ინოვაციისათვის”, ხოლო სივრცე მუზეუმს “აჭარა ჯგუფმა” სასტუმროს “სტამბა” ტერიტორიაზე დაუთმო.
მუზეუმის ბაზაზე გაიხსნება მედიათეკა და მულტიმედიური არქივი, რომელიც ფოტოწიგნებისა და თბილისის ფოტოფესტივალის 10-წლიანი არსებობის მანძილზე დაგროვილი მულტიმედიური პროექტების კოლექციას დაეთმობა, გარდა ამისა, ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ევროპული ფოტოინსტიტუციებისგან საჩუქრად გადმოცემული საარქივო მასალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები