აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 2020 წელს 3 237 365 გაიზრდება

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტისა და პროგრამების საჯარო განხილვა გაიმართა. გეგმის თანახმად, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტი, მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში 3 237 365 ლარით გაიზრდება. სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად 36 პროგრამას განახორციელებს.

როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა, ბიუჯეტის დაგეგმვისას აქცენტი სოციალურად მოწყვლად ჯგუფებზე გაკეთდა.
“გაიზარდა მომავალი წლისათვის ბიუჯეტი, შესაბამისად როგორც ახალი პროგრამები, ასევე მოხდა არსებულ პროგრამებში ცვლილებები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სოციალურად მოწყვლადი კატეგორიებისათვის”,- ზაალ მიქელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები