18 სექტემბერს გორის 6 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სასწავლო პროცესი ერთი დღით შეწყდება

ხვალ, 18 სექტემბერს გორის 6 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სასწავლო პროცესი ერთი დღით შეწყდება. ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო ავრცელებს. სააგენტოში სასწავლო პროცესის შეწყვეტის მიზეზად სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროცესს ასახელებენ.
„წყალმომარაგების შეწყვეტის გამო, ხვალ, 18 სექტემბერს, კომბინატის ტერიტორიაზე არსებულ ბაგა–ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეწყდება. ეს ბაღებია: N3, N5, N9, N10, N15, N17.
19 სექტემბრიდან ბაღები ჩვეულ რეჯიმში განაგრძობენ მუშაობას“,- აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები