20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული სამი პირი პატიმრობაში რჩება

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული სამი პირი ილია მემანიშვილი, მორის მაჩალიკაშვილი და გოგი ქურდოვანიძე პატიმრობაში რჩებიან. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გადაისინჯა.
ადვოკატებმა ბრალდებულების გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს, რასაც პროკურატურა არ დაეთანხმა.
მომდევნო სასამართლო სხდომა 24 სექტემბერს 12:00 საათზე ჩაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები