“ქართულმა ოცნებამ” არალში დეპუტატობის კანდიდატად ზურაბ ფეიქრიშვილი დაასახელა

27 ოქტომბრის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის, მმართველმა გუნდმა კანდიდატები დაასახელა. მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად ადიგენის სოფელ არალში, “ქართული ოცნების” სახელით, ზურაბ ფეიქრიშვილი იბრძოლებს.

კანდიდატები პოლიტსაბჭოს სხდომაზე დაამტკიცეს, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. კანდიდატები „ქართული ოცნების“ გენერალურ და პოლიტიკურ მდივნებს და პოლიტსაბჭოს წევრებსაც შეხვდნენ. საკრებულოს შუალედური არჩევნები 2019 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს სამ თემში გაიმართება, მათ შორის #38 ადიგენის ოლქში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები