„ტუტუცი ნაგავი ხარ, ადრე გეძველბიჭა“ – მამუკა მდინარაძე და გიგა ბოკერია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

პარლამენტის სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირების მიზეზი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის შოთა ხაბარელის კითხვა გახდა, რომელიც მან გიგა ბოკერიას დაუსვა. შოთა ხაბარელმა ქართველი სპორტსმენების მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება და ბოკერიას კითხვით მიმართა, ქართველი სპორტსმენების მიღწევები არის თუ არა ხელისუფლების დამსახურება.
ბოკერიამ კითხვის პასუხად განაცხადა, რომ ეს მთავრობის დამსახურება არ არის. მისივე თქმით, ეს თავად სპორტსმენების დამსახურებაა, რაზეც მამუკა მდინარაძემ ბოკერიას მიმართა, რომ კითხვის არსი სწორად გაეგო და კითხვაზე მოკლედ ეპასუხა: კი ან არა.ბოკერიამ მდინარაძეს მიმართა: „თითი სხვისკენ გაიქნიე, უზრდელი ტუტუცი ხარ“, რაზეც მდინარაძემ მას შემდეგნაირად მიმართა: „ტუტუცი ნაგავი ხარ, ადრე გეძველბიჭა“.
პარლამენტის თავმჯდომარემ ბოკერიას კორექტულობისკენ მოუწოდა.
„გუშინ სოფიო ქაცარავას დაემუქრეთ განადგურებით, დღეს მამუკა მდინარაძეს ლამის პერსონალურ შეურაცხყოფას აყენებთ. პროცედურული კითხვა გქონდათ და მიიღეთ პასუხი. თქვენ დააგვიანეთ. გექნებათ განცხადების დრო და იქ მოვისმენთ თქვენს პასუხებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები