ქედაში 9 წლის ბავშვი სკოლის ეზოში ბაზმა დაკბინა – მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ქედაში, სოფელ წონიარისის საჯარო სკოლის მოსწავლე ფუტკრისებრთა ოჯახის ერთ-ერთმა სახეობამ, ბაზმა დაკბინა. მესამე კლასის მოსწავლე შემთხვევის დროს სკოლის ეზოში იმყოფებოდა. მწერისგან დაკბენილი მოსწავლე ქედის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს და ამ წუთებში მას მკურნალობა უტარდება. ბაზმა მესამეკლასელს თავზე უკბინა.
როგორც “კვირას” ქედის რაიონული საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერმა, ფრიდონ სირაბაძემ განუცხადა, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
,,პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, მას ნაკბენი თავის არეში აქვს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა, რის შემდეგაც მას ბინაზე გავწერთ”- განაცხადა ფრიდონ სირაბიძემ.
როგორც ქედის რესურსცენტრში განცახადეს, ბაზებს ბუდე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, ლეღვის ხეზე ჰქონდათ. სკოლაში კი, შეწამვლითი სამუშაოები სასწავლო პროცესის დაწყებამდე ჩატარდა. დურმიშხან შავიშვილის განმარტებით, საკითხს კიდევ ერთხელ შეისწავლიან და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ზომებს მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები