ირანული მედია: გარდაცვლილი აიათოლა ალი ხამენეის მეუღლე ცოცხალია

ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მეუღლე, მანსურე ხოჯასტე ცოცხალია. ამის შესახებ ინფორმაციას ირანული საინფორმაციო სააგენტო „ფარსი“ ავრცელებს.

2 მარტს ირანულმა მედიამ, მათ შორის საინფორმაციო სააგენტო „მეჰრმა“, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალი ხამენეის ცოლი, რომელიც კომაში იმყოფებოდა, „მოწამის სიკვდილით“ გარდაიცვალა.

„გაცნობებთ, რომ უზენაესი ლიდერის მეუღლე, რომელიც მოწამეობრივად დაიღუპა, ცოცხალია. ამ საკითხთან დაკავშირებით თავდაპირველი ინფორმაცია შეცდომა აღმოჩნდა“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები