დავით ჭიჭინაძე: ეკონომიკა, ინფლაცია, უმუშევრობა დღეს მოსახლეობის მთავარი გამოწვევაა

პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნას” ლიდერი დავით ჭიჭინაძე დღეს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებად ეკონომიკას, ინფლაციას და უმუშევრობას ასახელებს.
“ეს პრობლემები რომ ძალიან გაიზარდა, იმის მანიშნებელია, რომ მთავრობა ვერ მუშაობს და არც ის იცის, ქვეყანაში რა მდგომარეობაა რეალურად. ამიტომ, ის მონაცემები, რაც NDI -ის კვლევებში გამოწვევებთან დაკავშირებით გამოქვეყნდა, აბსოლუტურ რეალობას ასახავს, რადგან მსგავსი დეგრადაცია და ვარდნა არც ერთ მთავრობას ჰქონია.
კვლევით გამოკითხულთა 49% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, თუმცა, ამას შეიძლება უფრო მეტიც ფიქრობდეს და ერიდება დაფიქსირება.
63% ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკური ვითარება ცუდია, ეს კი იმისი მანიშნებელია, რომ კატასტროფულად ცუდი მდგომარეობა გვაქვს და ამიტომ არის ქვეყნიდან გადინება მაღალი.
დემოგრაფიული თვალსაზრისითაც საკმაოდ სერიოზული პრობლემა გვაქვს. ამ პერსპექტივით, ჩვენ ქვეყანაში არც დემოგრაფიას უწერია გაუმჯობესება და არც ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს.
რაც შეეხება საპენსიო რეფორმას, ყველა ინიციატივას, რომელიც განახორციელეს, მოსახლეობა სიკეთედ ვერ აღიქვამს, ასე რომ, აქაც ურთულესი ვითარებაა და სწორედ ეს აისახა გამოკითხვაში”, – აცხადებს ჭიჭინაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები