დღეს, ნათია თურნავა სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა

0

17-18 სექტემბერს აზერბაიჯანში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ვიზიტი გაიმართება.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარება და საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი სხდომის დღის წესრიგის მომზადება.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაშია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები დავით თვალაბეიშვილი და გენადი არველაძე, აგრეთვე “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი დავით ფერაძე.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ შაჰინ მუსტაფაევს შეხვდება და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს. ვიზიტის დროს დაგეგმილია შეხვედრები “აზერბაიჯანის” რკინიგზისა” და “სოკარის” ხელმძღვანელ პირებთან.

კომენტარები

კომენტარი