მსოფლიოს ყველაზე მძიმე შენობა – რუმინეთის პარლამენტის სასახლე

მსოფლიოს ყველაზე მძიმე შენობა! გინესის მსოფლიო რეკორდების თანახმად, ამ შენობაზე 700 ტონა ფოლადი,
1 მლნ კუბური მეტრი მარმარილო, 3,5 ათასი ტონა ბროლი და 900 ათასი კუბური მეტრი ხის მასალა დაიხარჯა.

ასეთი შენობა რუმინეთში დგას, კერძოდ კი – ბუქარესტში და ეს რუმინეთის პარლამენტის სასახლეა.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ეს სასახლე ნიკოლაე ჩაუშესკუსდროს აშენდა, როცა რუმინეთში კომუნისტური მმართველობა იყო.

იმ წლებში რუმინეთისთვის მსგავსი პომპეზური ნაგებობა დიდი ფუფუნება იყო. ქვეყნის ეკონომიკას ბევრი პრობლემა ჰქონდა, უამრავი სფერო საჭიროებდა ფინანსურ რეანიმაციას, თუმცა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ამ შენობის აგებით ქვეყნის ვითომ უზრუნველი ცხოვრება ეჩვენებინა.

ჩაუშესკუს ხელისუფლებამ „მოახერხა“, რომ რუმინეთის პარლამენტის სასახლე მრავალი წლის შემდეგაც ინარჩუნებს ლიდერის პოზიციებს ერთდროულად რამდენიმე კატეგორიაში: ის არის მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური სამოქალაქო ადმინისტრაციული შენობა (მასზე დიდი ადმინისტრაციული შენობა მხოლოდ პენტაგონია, თუმცა ის არ არის სამოქალაქო); იგი მსოფლიოს ყველაზე მასიურ შენობებს შორის მესამე ადგილზეა – კანადის კოსმოსური ცენტრისა და მექსიკის ტერიტორიაზე, აცტეკებისქალაქ ტეოტიუკანში მიტოვებული ტაძრის შემდეგ;

რაც შეეხება ზომებს, შენობა სიმაღლეში 84 მეტრს აღწევს, საერთო  ფართობი 365 ათასი კვ. მეტრია, ხოლო გამოსაყენებელი ფათობი – 66 ათასი კვ. კმ.;
შთამბეჭდავია შენობის გარშემოწერილობა – ის 2,55 მლნ კვ. მეტრს აღწევს.
შენობაში 1100 ოთახია!

რუმინეთის პარლამენტის შენობა ასევე ცნობილია იმით, რომ აქ განთავსებულია საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრი, თანამედროვე ხელოვნების ეროვნული მუზეუმი, კომუნისტური ტოტალიტარიზმის მუზეუმი და სასახლის მუზეუმი, რომლის შიგნითაც კიდევ ერთი მუზეუმია განთავსეული.

აქ სისტემატურად იმართება სხვადასხვა სამოქალაქო ღონისძიება, გამოფენები, სიმპოზიუმები. მიუხედავად ამისა, შენობის მხოლიო 30%-ია ათვისებული, დანარჩენი 70% კი მუდმივად უკაცრიელია.

ანტიკომუნისტური აჯანყებისა და ქვეყანაში დემოკრატიული წყობილების დამყარების შემდეგ ამერიკელმა მილიარდერმა რუპერტ მერდოკმა მოისურვა სასახლის შეძენა 1 მლრდ აშშ დოლარად, თუმცა ამ წინადადებაზე უარი ეთქვა, გამომდინარე იქიდან, რომ ახლად მოსული ხელისუფლების პირობებში არსებობდა საშიშროება, რომ ამ ფულს დაკარგვის საფრთხე შექმნოდა.
დღეს შენობა 3 მლრდ ევროდ არის შეფასებული.

იგი მსოფლოში ყველაზე ძვირად ღირებული ადმინისტრაციული შენობა და ამავდროულად ყველაზე წამგებიანი ობიექტია.
მხოლოდ კომუნალური გადასახადი და სასახლის დასუფთავების ხარჯები ხაზინას თვეში 6 მლნ. აშშ დოლარი უჯდება.
შენობის ისტორია 1970-იანი წლებიდან იწყება.

1977 წლის 4 მარტს კარპატებში მომხდარი საშინელი მიწისძვრის შემდეგ ჩაუშესკუმ ბუქარესტის აღდგენა გადაწყვიტა. მის გეგმებში პარლამენტის სასახლეს მთავარი ადგილი ეკავა.

არქიტექტურული პროექტის შესარჩევად კონკურსი გამოცხადა. გაიმარჯვა არქიტექტორმა ანკა პეტრესკუმ, რომელიც იმ დროისთვის 28 წლის იყო.თუმცა მშენებლობის პერიოდში პეტრესკუს, ჯამში, 700-მდე არქიტექტორიეხმარებოდა.
მშენებლობის დაწყება პომპეზურად გახსნა ჩაუშესკუმ 1984 წლის 25 ივლისს.

ამ ადგილას მაშინ რამოდენიმე ფაბრიკა, სახელოსნოები, მონასტერი, საავადმყოფო და ეროვნული არქივი იყო განთავსებული.
40 000-მდე ბინადარი სხვა საცხოვრებელ ადგილასგადაიყვანეს. ამბობენ, რომ მშენებლობაზე 3000-მდე მუშა დაიღუპა.
მშენებლობის დაწყებიდან 2 წლის შემდეგ სასახლე გაიხსნა, თუმცა ცალკეული მოსაპირკეთებელი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

თუ გსურთ მშენებლობისა და ბინის რემონტის შესახებ სასარგებლო ინფორმაცია მიიღოთ, ეწვიეთ ვებგვერდებს:
სამშენებლო ხარაჩო
გასაჭიმი ჭერი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები