ლევან მაჭავარიანი: ასეთი ტენდენციაა, რომ რაიმე ტიპის დანაშაულში ბრალდებულები ცდილობენ პოლიტიკას ამოეფარონ – შეგვიძლია გავიხსენოთ ჯაფარიძის და ხაზარაძის “ქეისი”, მათ რიგებს მიუერთდა ბაჩიაშვილიც
“ასეთი ტენდენციაა, რომ რაიმე ტიპის დანაშაულში ბრალდებულები ცდილობენ პოლიტიკას ამოეფარონ. შეგვიძლია გავიხსენოთ ბატონი ჯაფარიძის და ბატონი ხაზარაძის ქეისი, მათ რიგებს მიუერთდა ბატონი ბაჩიაშვილიც”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ადამიანები და მათი გარე უფროსები ერთი და იგივე მესიჯბოქსით მოქმედებენ.
„მათი გარე უფროსები, ვინც დაინტერესებულები არიან საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს, მოაბრუნონ უკან მართული აგენტები, რომლებიც მათ დავალებებს უსიტყვოდ ასრულებენ, შემდეგ ერთი და იგივე რიტორიკას გვთავაზობენ, ერთი და იგივე მესიჯბოქსით მოქმედებენ“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.