ვლადიმერ ბოჟაძე: რატომღაც ბაჩიაშვილმა ჩათვალა, რომ მას შეუძლია ამოეფაროს პოლიტიკას, ოპოზიციურ რადიკალურ ძალებს, დააფინანსოს ისინი და ამით შეიქმნას გარკვეული სამართლებრივი გარანტიები
„გიორგი ბაჩიაშვილმა ცხრა ათასამდე ბიტკოინი მოჰპარა ბიძინა ივანიშვილს და ეს დავა არაერთი წელია გრძელდება, თუმცა რატომღაც მან ჩათვალა, რომ შეუძლია ამოეფაროს პოლიტიკას და შეიქმნას გარკვეული სამართლებრივი გარანტიები“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.
ბოჟაძე მიიჩნევს, რომ ბაჩიაშვილმა ჩაიდინა დანაშაული.
„ბაჩიაშვილმა, სავარაუდოდ, ჩაიდინა დანაშაული. იცით თქვენ, რომ მან ცხრა ათასამდე ბიტკოინი მოჰპარა ბიძინა ივანიშვილს და ეს დავა არაერთი წელია გრძელდება, თუმცა რატომღაც ბაჩიაშვილმა ჩათვალა, რომ მას შეუძლია ამოეფაროს პოლიტიკას, ამოეფაროს პოლიტიკურ ძალებს, ოპოზიციურ რადიკალურ ძალებს, დააფინანსოს ისინი, იაროს აქციებზე და ამით შეიქმნას გარკვეული სამართლებრივი გარანტიები. ისევე როგორც მას ასევე გარედან გარკვეული ძალები, როგორც ჩანს აძალებენ ითანამშრომლოს რადიკალურ ოპოზიციასთან, დააფინანსოს ოპოზიცია იმ გარანტიებით, რომ ისინი მას მისცემენ საშუალებას დამალოს ის დანაშაული, რომელიც მან ჩაიდინა“, – განაცხადა ბოჟაძემ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდების საქმეზე დღეს პროკურატურის სამი მოწმე დაიკითხა. მათ შორის იყო დაზარალებულის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, რომელმაც საქმის ფარგლებში მის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე ისაუბრა. პროკურატურისთვის დღევანდელმა ჩვენებებმა თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის ბრალეულობა დოკუმენტურად კიდევ ერთხელ დაადასტურა, თავად ბაჩიაშვილი კი ბრალს აბსურდს უწოდებს.