ვლადიმერ ბოჟაძე: დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს პარტნიორებს და მეგობრებს ეყოფათ გონიერება და იმ თამაშში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არეულობას ითვალისწინებს არ ჩაერთვებიან

“მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს პარტნიორებს და მეგობრებს ეყოფათ გონიერება და იმ თამაშში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არეულობას და დესტაბილიზაციას ითვალისწინებს არ ჩაერთვებიან”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დებატებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ქვეყნის იმიჯის დაზიანებას ცდილობს.

„არსებობს რისკები იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც ხდება ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით როგორ ცდილობს რადიკალური ოპოზიცია და მათი მფარველები ქვეყნის გარეთ ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ დააზიანონ ჩვენი ქვეყნის იმიჯი, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს პარტნიორებს და მეგობრებს ეყოფათ გონიერება და იმ თამაშში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არეულობას და დესტაბილიზაციას ითვალისწინებს არ ჩაერთვებიან, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ ახალ რეალობას, რომელიც აშშ-შია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს საშუალება აქტიურად ვითანამშრომლოთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და დარწმუნებული ვარ მომდევნო კვირაში ჩვენ შევძლებთ და ჩვენს პარტნიორებთან ერთად მივაღწევთ იმას, რომ ოპოზიციის და გარე ძალების გეგმა არ იყოს აღსრულებული“, – განაცხადა ბოჟაძემ.

ცნობისთვის, 27 იანვარს სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დებატები იხსნება. საქართველოს ხელისუფლების დელეგაციას, თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით, 29 იანვრის ჩათვლით შეხვედრები ექნება. დებატების დღის წესრიგის თანახმად, განიხილება საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის საკითხი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები