მექსიკის ხელისუფლებამ სასაზღვრო ქალაქ სიუდად ხუარესში დროებითი კარვების ბანაკების მშენებლობა დაიწყო, რათა მოემზადოს მექსიკელთა შესაძლო ნაკადისთვის, რომლებსაც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დაანონსებული დეპორტაცია შეეხო – აღნიშნულის შესახებ უცხოური მედია იტყობინება.
ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, დროებითი თავშესაფრები რამდენიმე დღეში მზად იქნება.
ხელისუფლება დეპორტირებულ მექსიკელებს საკვებით და დროებითი საცხოვრებლით დაეხმარება.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა გაპრეზიდენტებამდე პირობა დადო, რომ აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდ დეპორტაციას დაიწყებს და მილიონობით მიგრანტს გააძევებს შეერთებული შტატებიდან.