ირლანდიაში შტორმ „ეოინის“ გამო განგაშის წითელი დონე გამოცხადდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ განგაშის წითელი დონე შტორმ „ეოინის“ გამო ყველა საგრაფოში გამოაცხადა,- ინფორმაციას SkyNews-ი ავრცელებს.
ირლანდიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, „ეოინს“ ძლიერი და დამანგრეველი ძალა ექნება.
“ჩვენ გავცემთ წითელი გაფრთხილებების განგაშს ყველაზე მძიმე ამინდისთვის, რომელიც წარმოადგენს სიცოცხლისთვის სავარაუდო საფრთხეს და ძლიერ შეფერხებას”,- განაცხადა Met Office-ის უფროსმა მეტეოროლოგმა პოლ გუნდერსენმა.
მოსალოდნელია, რომ შტორმი „ეოინი“ ჩრდილოეთ ინგლისისა და შოტლანდიის ნაწილსაც შეეხება.
“ყველაზე ძლიერი ქარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ზემოქმედება სავარაუდოა ჩრდილოეთ ირლანდიაში და შოტლანდიის ცენტრალურ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილებში”,- ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
ქარიშხალს 60-70 კმ/სთ სიჩქარით პროგნოზირებენ, რომელიც დროდადრო 80-90 კმ/სთ-მდე გაძლიერდება.