მამუკა მდინარაძე: მაია ცქიტიშვილი დღე და ღამე იმაზე ფიქრობს, ქვეყანაში ინვესტორები როგორ შემოიყვანოს

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე “თიბისი ბანკის” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, მაია ცქიტიშვილმა უარი უთხრა ბრიტანელ ინვესტორებს ანაკლიის პორტის მშენებლობის დაფინანსებაზე და რომ ხელისუფლებას არ სურს ამ პროექტის განხორციელება.
მდინარაძე მიიჩნევს რომ აღნიშნული განცხადება არასერიოზულია.
“მაია ცქიტიშვილი დღე და ღამე იმაზე ფიქრობს, ქვეყანაში ინვესტორები როგორ შემოიყვანოს და ინვესტორებს როგორ იშორებს? – ამ ჭორაობაში აღარ შევალ”, – აცხადებს მდინარაძე.
როგორც ფრაქციის ლიდერი აღნიშნავს, მსგავსი რიტორიკა არალოგიკურია.
„ადამიანები პოლიტიკაში შემოდიან და ახალი რეალობა და ამბებია, რომელიც ლოგიკასთან არ მოდის, ფაქტებიც არ დასტურდება. ამაზე სერიოზული კომენტარები აღარ უნდა ვაკეთოთ. „ქართულ ოცნებას“ ანაკლიის პროექტის მშენებლობა თუ არ უნდოდა, ეს კონსტიტუციაში ჩაწერა, პროექტზე მილიონები დახარჯა, ვადები გადაუვადა ოღონდ გაეკეთებინათ და ეს პროექტი „ქართულ ოცნებას“ არ უნდა? ლოგიკა სად არის?“ – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები