The Terminator-ის პროდიუსერთან, გეილ ენნ ჰერდთან შეხვედრა გაიმართება

20 სექტემბერს, 16:00 საათზე, ბათუმი The Terminator, The Walking Dead, Aliens, Armageddon, Hulk-ის პროდიუსერს – გეილ ენნ ჰერდს უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმში“ გაიმართება პანელი: „წარმატების ფორმულა“, სადაც პროდიუსერი საკუთარ პროფესიულ გამოცდილებასა და კარიერულ გამოწვევებზე ისაუბრებს.
პანელი ლაივსტრიმის საშუალებით გადაიცემა WIFT Caucasus-ის ფეისბუქის გვერდზე.
გეილ ენნ ჰერდს ბათუმში ორგანიზაცია „ქალები კინოსა და ტელევიზიაში – კავკასია“, Natura Film და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა უმასპინძლებს.
გეილ ენნ ჰერდი საქართველოში ქვეყნის გაცნობის მიზნით ჩამოდის. ის საერთაშორისო ორგანიზაცია “Women in Film & Television International”-ის (WIFTI) საპატიო წევრი და აქტიური მხარდამჭერია. მიმდინარე წლის ივლისში სწორედ მისი ხელშეწყობით დაფუძნდა ორგანიზაციის კავკასიის ფილიალი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები