„დავით აღმაშენებლის მონეტები” – მაია პატარიძის საჯარო ლექცია გაიმართება

18 სექტემბერს, 15:00 საათზე, მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში ისტორიის დოქტორის, მაია პატარიძის საჯარო ლექცია – „დავით აღმაშენებლის მონეტები” გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ლექციაზე საუბარი იქნება დავით აღმაშენებლის დღეისათვის ცნობილ ყველა მონეტაზე, მათ წარმომავლობაზე და ისტორიულ მნიშვნელობაზე. საზოგადოება ასევე გაეცნობა ახალ, ჯერ კიდევ უცნობ ეგზემპლარს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნუმიზმატიკური ფონდიდან, რომელიც საინტერესო შენაძენია ქართული ნუმიზმატიკისთვის.
ლექციის შემდეგ მოეწყობა ექსკლუზიური ტური დავით აღმაშენებლის მონეტის გამოფენის დასათვალიერებლად.
„თითქმის ორი საუკუნეა, რაც დავით აღმაშენებლის ნუმიზმატიკური მემკვიდრეობა სამეცნიერო წრეების ყურადღებას იმსახურებს. უდიდესი რეფორმატორის ფინანსური და საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკის საფუძვლიანი გააზრება სამონეტო საქმის შესწავლის გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია. გარდა ამისა, დღეისთვის ამ სახელოვან მეფესთან უშუალოდ დაკავშირებული არტეფაქტები არცთუ ისე მრავლად არის შემორჩენილი. ამ ფონზე, დავით აღმაშენებლის მონეტების როლი უმნიშვნელოვანესია როგორც ქართული ნუმიზმატიკის, ასევე ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვისაც“, – აღნიშნულია ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მის: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის აუდიტორია, თბილისი, ა. ფურცელაძის ქუჩა 1.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები