„რას გვიამბობენ უძველესი მონეტები” – ბრიტანელი მეცნიერის, ვესტა კურტისის მოხსენება გაიმართება

16 სექტემბერს, 14:00 საათზე, მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის და საქართველოში ბრიტანული სეზონის ფარგლებში, ეროვნულ მუზეუმში გაიმართება ბრიტანეთის მუზეუმის ახლო აღმოსავლეთის მონეტების კურატორის, დოქტორ ვესტა კურტისის მოხსენება – „რას გვიამბობენ უძველესი მონეტები”.
ვესტა კურტისი სწავლობდა ახლო აღმოსავლეთის არქეოლოგიას, ძველ ირანულ ენებს და კლასიკურ არქეოლოგიას გერმანიის გოტინგენის უნივერსიტეტში. მას მიენიჭა ლონდონის კოლეჯის არქეოლოგიის ინსტიტუტის დოქტორის ხარისხი სადოქტორო ნაშრომისთვის: „სპარსული ხელოვნება“. 1995 წელს დაიწყო მუშაობა ბრიტანეთის მუზეუმის მონეტებისა და მედლების დეპარტამენტში, ხოლო 2005 წელს დაინიშნა ახლო აღმოსავლეთის მონეტების კურატორად. მას ბრიტანეთის მუზეუმში გამართული აქვს რამდენიმე დიდი თუ მცირე მასშტაბის გამოფენა ძველი ირანის თემატიკაზე. მათ შორისაა გამოფენა „დავიწყებული იმპერია“ (2005). ორგანიზებული აქვს ბრიტანეთის საზღვრებს გარეთ მოწყობილი ისეთი გამოფენები როგორიცაა: „სირიუს სილინდერი“ თეირანში (2011-2012), ამერიკაში (2013) და მუმბაიში (2013-2014).
ვესტა კურტისმა ირანის ეროვნულ მუზეუმთან ერთად განახორციელა პროექტი სასანიანთა მონეტების შესახებ, რომელიც დათარიღებულია ჩვენი წელთაღრიცხვით 224-651 წლებით. კურტისი ვენელ პროფესორ მაიკლ ალრამთან ერთად არის საერთაშორისო პართიანული მონეტის პროექტის – „The Sylloge Nummorum Parthicorum (SNP)“ დირექტორი და თანარედაქტორი. ამ საერთაშორისო კვლევითი პროექტის მიზანია პართიანული მონეტების ძირითადი სამუზეუმო კოლექციების პუბლიკაცია ლონდონში, ვენაში, თეირანში, ბერლინში პარიზსა და ნიუ-იორკში. ვესტა კურტისი არის SNP-ის პროექტის მეორე ტომის „მითრიდატე II-ის (122/1 – 90 ჩ.წ. აღრიცხვამდე)“ თანაავტორი, რომელსაც 2019 წლის ბოლომდე გამოსცემს ავსტრიის მეცნიერების აკადემია. ვესტა კურტისი ხშირად აქვეყნებს ნაშრომებს ძველ სპარსულ მონეტებზე, ხელოვნებასა და კულტურაზე. იგი დაინტერესებულია რელიგიური და სამეფო მონეტებით.
მის: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, თბილისი, ა. ფურცელაძის ქუჩა 1.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები