ბაღდათის დროებითი მოთავსების იზოლატორი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, დაკავებულთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად, ბაღდათის დროებითი მოთავსების იზოლატორი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ელისო შონიამ ბაღდათში განახლებული დროებითი მოთავსების იზოლატორი დაათვალიერა და თანამშრომლებს შეხვდა.
იზოლატორი სრულად გარემონტდა და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა. გაუმჯობესდა საკნები, კერძოდ, უზრუნველყოფილია სათანადო განათება, ვენტილაცია და გათბობა.
შენობისა და ინფრასტრუქტურის განახლების პროცესში გათვალისწინებულ იქნა წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის და საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები. იზოლატორში  მოეწყო სამედიცინო ოთახიც.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, დროებითი მოთავსების იზოლატორების ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის შესაბამისად,  იზოლატორების რეაბილიტაციას მომავალშიც გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები