რესტორან “ქალაქურის” სახურავზე ცეცხლი გაჩნდა (ფოტო)

თბილისში, რესტორან “ქალაქურის” სახურავზე ცეცხლი გაჩნდა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი გამწოვის სისტემას გაუჩნდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები