ზელენსკი: დონბასში გაყინული კონფლიქტების სცენარის გამეორება არ მსურს, როგორც ეს აფხაზეთში, ან დნესტრისპირეთში მოხდა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლადიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში გაყინული კონფლიქტების სცენარის რეალიზება არ სურს, როგორც ეს აფხაზეთში, ან დნესტრისპირეთში მოხდა.
ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში „იალტის ევროპული სტრატეგიის“ ფორუმზე განაცხადა.
„სიფრთხილით ვეკიდები დონბასში მშვიდობისმყოფელების განთავსების საკითხს. ვიცი, წინა ხელისუფლება ამ საკითხს განიხილავდა. რატომ ვეკიდები სიფრთხილით? არ მინდა, დონბასში აფხაზეთისა და დნესტრისპირეთის სცენარი განმეორდეს, რომ მშვიდობისმყოფელები გამყოფ ხაზთან დადგნენ და იქიდან არსად წავიდნენ. ამიტომ ამ თემას სიფრთხილით ვეკიდები“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, მინსკის მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაცია დონბასში მშვიდობისმყოფელების შეყვანის საკითხს არც განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები