ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ფესტივალი −„გაიბოტენობა“ გაიმართება

14 სექტემბერს, 14 საათზე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გაიბოტენში ფესტივალი −„გაიბოტენობა“ გაიმართება.
ორგანიზატორების თქმით, – ფესტივალის მიზანია,  გაცოცხლდეს  ერთი დღით ლელთ ღუნიას სოფელი.  ღონისძიება ეძღვნება ისტორიული სოფლის თავდაპირველი იერ-სახის შენარჩუნებით აღდგენა − რეაბილიტაციის იდეას.
როგორც „კვირას“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, მოეწყობა ფოტოგამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება გაიბოტენის სიძველეების შესახებ სტეფანწმინდის ისტორიულ მუზეუმში დაცული ვიზუალური მასალა (ჩანახატები, ანაზომები, გეგმები დ სხვა.) აგრეთვე წარმოდგენილი იქნება მოხეური ყოფის ამსახველი საარქივო ფოტოები.
სოფლის სიძველეებზე სპეციალისტები ისაუბრებენ, ხოლო სოფლის მკვიდრნი – აქაურ ტრადიციებსა და გადმოცემებზე.
გაცოცხლდება ერთ-ერთი ძველი მოხეური რიტუალი და შესრულდება ფოლკლორული ნომრები (ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით).
მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

ფესტივალის პროგრამა:

12:00 -14.00 –  სოფლის და გამოფენის დათვალიერება;
14:00 – ფესტივალის ოფიცილური გასხნა;
15:00 – კულტურული პროგრამა;
16:30 – ხინკლის მასტერკლასი;
17:00. სპორტული შეჯიბრებები, გამარჯვებულთა გამოვლენა და დაჯილდოება;
17:30 – სამხატვრო სტუდია „ლონდა“/კონკურსი ხატვაში და გამარჯვებულთა დაჯილდოება;
18:00მ – ფესტივალის დახურვა.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: ყაზბეგის განვითარების ჯგუფი (LAG –kazbegi), არასამთავრობო ორგანიზაცია „ლომეკი“, სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი და თემი – სოფელ გაიბოტენის მოსახლეობა (რომელიც ამჟამად სოფელ არშაში ცხოვრობს).

გაიბოტენი − ეს გახლავთ ისტორიული სოფელი, სადაც შემორჩებილია გვიანი შუა საუკუნეების საკულტო, საცხოვრებელი, სათავდაცვო და სამეურნეო ნაგებობები. გაიბოტენი წარმოადგენს მთის სოფლის პირვანდელი სახის მშვენიერ ნიმუშს. რომლის აღდგენა და გაცოცხლება ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისა და პოპულარიზებისათვის ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, ხოლო სამომავლოდ მისი სოფელ-მუზეუმად ქცევა ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლის წყაროდ შეიძლება იქცეს, რაც ერთგვარი მოდელი იქნება ყაზბეგის (ხევის) არაერთი ძველი სოფლისა თუ ნასოფლარის გადარჩენისათვის.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები