„იშხნის მოხატულობა“ – ბარბარა შელევალდის ლექცია გაიმართება

15 სექტემბერს, 9:30 საათზე, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ  ცენტრში ბაზელის უნივერსიტეტის პროფესორი ბარბარა შელევალდი წაიკითხავს საჯარო ლექციას – „იშხნის მოხატულობა“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ლექცია გაიმართება სეზონური სკოლის – „ტაო-კლარჯეთი ისტორია და მემკვიდრეობა: უძრავი და მოძრავი ძეგლები“ – სასწავლო პროგრამის ფარგლებში.
მოხსენება იქნება ინგლისურ ენაზე.

მის: ათონელის ქ. 9.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები