სხალთაში გასვლითი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ,,ქალთა ოთახისა“ და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, სხალთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისა და მშობლებისთვის, სოფელ სხალთაში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, თემაზე „გოგონების რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების დაცვა და ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენცია“.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შეხვედრას წარუძღვა ქალთა ოთახის ხელმძღვანელი ფატიმა ბოლქვაძე, ასევე ამ თემასთან დაკავშირებით ისაუბრეს შსს ხულოს რაიონული სამმართველოს უბნის ინპექტორების განყოფილების უბნის ინსპეტორ-გამომძიებელმა მალხაზ აბულაძემ და და სოც. მუშაკმა მზიური აბაშიძემ.
განხილული იქნა შემდეგი თემები: ადრეულ ასაკში ქორწინების მიზეზები და შედეგები;
გენდერული როლები და სტერეოტიპები;ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციაზე პასუხისმგებელ პირთა როლი; რეპროდუქციული ჯანმრთელობა და მასთან დაკავშირებული უფლებები; სახელმწიფოს მხრიდან გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმები
შეხვედრის მიზანია უზრუნველყოს მასწავლებელთა და მშობელთა ცნობიერების ამაღლება ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხებთან დაკავშირებით არსებულ ვალდებულებებზე;
ხელი შეეწყოს ბავშვთა დაცვის შესახებ რეფერირების დოკუმენტით განსაზღვრული კოორდინაციის განხორციელებას სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის; ზედამხედველობა გაეწიოს შეტყობინების ვალდებულების შესრულებას ბრძანებით გათვალისწინებულ პასუხისმგებელ სტრუქტურებს შორის; სამოქალაქო განათლების სწავლებისას მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმოს ადრეულ ასაკში ქორწინებისა თუ სხვა გენდერული უთანასწორობის საკითხების მხრივ, საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.