30 ივნისს, ახალციხეში, წმინდა შალვა ახალციხელის ხსენების დღე აღინიშნება
ქალაქ ახალციხეში, წმინდა შალვა ახალციხელის ხსენების დღე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება.
ახალციხის მერიის ცნობით, წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა ჩატარდა, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ზაალ გელაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე დაესწრნენ.
„ახალციხეობა 2025“ახალციხის ციხეზე გაგრძელდება, სადაც დაგეგმილია ადგილობრივი მეწარმეებისა და რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, დაჯილდოვდებიან ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიატები, ქალაქის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება ადგილობრივი მხატვრული კოლექტივების კონცერტით გაგრძელდება, დღის ბოლოს კი მაყურებლის წინაშე „კახაბერი და ხანუმები“ წარდგებიან. ღონისძიება საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.