რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს.

აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.

მომიტინგეები ქვეყანაში ხელახალი არჩევნების დანიშვნასა და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.

ამის პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, საიდანაც მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადმოინაცვლებენ.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია 215-ე დღეა გრძელდება. მოქალაქეების პროტესტი მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები