ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მიღწევები იყოს სათანადოდ წარმოჩენილი საერთაშორისო არენაზე და ის პროგრესი, რაც ქვეყანას აქვს იყოს ასე თვალსაჩინოდ წარმოჩენილი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, უცხოელი პარტნიორებისთვის საინტერესოა საქართველოს ეკონომიკური მიღწევები და ის პროგრესი, რაც არის ქვეყანაში.
„ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში კარგი შესაძლებლობა გვქონდა იმისა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ აღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით გვქონოდა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან საუბარი. გვქონდა გაეროში კენჭისყრა რეზოლუციაზე, რომელიც შეეხება იძულებით გადაადგილებული პირების საკითხს და ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ჩვენთვის საერთაშორისო მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების მხრიდან.
შეხვედრა მქონდა ასევე მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელთან. ჩვენ 25 წელია ამ ფორმატში ვთანამშრომლობთ და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამ თანამშრომლობის გაძლიერება და გაღრმავება სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენი პარტნიორებისთვის საინტერესოა საქართველოს ეკონომიკური მიღწევები, ის პროგრესი, რაც არის ქვეყანაში და როლი, რომელსაც საქართველო თამაშობს რეგიონში დაკავშირებადობის განვითარების კუთხით“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.