სოფელ კეხიჯვარში გზის ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობს
ქარელის მერიის ცნობით, სოფელ კეხიჯვარში, გზის ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობს.
,,ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სოფელ კეხიჯვარში გზის ასფალტირების მიმდინარე სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 1179 გრძივი მეტრი ასფალტბეტონის საფარის დაგება გზის 2 მონაკვეთზე, ხელოვნური ნაგებობების, მიერთებებისა და ეზოში შესასვლელების მოწყობა.
ამ ეტაპზე სრულდება საფარის ქვედა ფენის დაგება.
სამუშაოები მიმდინარეობს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.
პროექტს ახორციელებს ამხანაგობა ,,გზა 2023″,- წერია ინფორმაციაში.