ოზურგეთის მერიაში მოქალაქეთა მიღება გაიმართა

ოზურგეთის მერიაში მოქალაქეთა მიღება გაიმართა. ადგილობრივები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუნიციპალიტეტის მერს ავთანდილ თალაკვაძეს ესაუბრნენ.

მერმა, მოადგილესთან ნათია გოლიაძესთან ერთად, მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო და მათ პრობლემების უმოკლეს ვადებში გადაჭრას დაჰპირდა.

„ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ დავეხმაროთ ჩვენს თანამოქალაქეებს, ვისაც სახელმწიფოს მხარდაჭერა სჭირდება,”- განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები