სემეკმა შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო 5000 ლარით, ბიუჯეტის სასარგებლოდ დააჯარიმა. სემეკის ინფორმაციით, სალიცენზიო პირობების დარღვევად კომისიამ მიიჩნია გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, რომელიც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემებში სასმელი წყლის ხარისხის მონიტორინგის გამკაცრებასა და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას ისახავდა მიზნად.
​საჯარო სხდომაზე კომისიამ შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ განუსაზღვრა ვადა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების სისტემაში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები