პუტინმა ხაჯიმბას „გაპრეზიდენტება“ მიულოცა – „რუსეთი აფხაზეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფას გააგრძელებს“

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას ე.წ. თანამდებობაზე მეორე ვადით არჩევა მიულოცა.
პუტინის მისალოც ბარათში ნათქვამია: „იმედი გვაქვს, რომ თქვენი საქმიანობა მომავალშიც შეუწყობს ხელს რუსეთ-აფხაზური ურთიერთობის განმტკიცებას, რომელიც მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპებს ეფუძნება“.
პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი „მეგობრულ აფხაზეთს ყოველმხრივ დახმარებას კვლავაც აღუთქვამს, ასევე მის ეროვნულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს”.
ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. არჩევნების მეორე ტური 8 სექტემბერს ჩატარდა, რომლის შედეგად, გამარჯვება რაულ ხაჯიმბამ მცირედი სხვაობით მოიპოვა.
ოპოზიცია შედეგებს არ ცნობს და ე.წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.
ალხას კვიწინიას მომხრეები ე.წ. არჩევნების შედეგის გაუქმებას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები