შარმანაშვილი – “ნაცმოძრაობაზე” – ჩართეთ ტელევიზორი, დაიდეთ პოპკორნი და უყურეთ – კისრის მოტეხისკენ მიდიან თვითონ, არავის დახმარება არ სჭირდებათ
“ჩართეთ ტელევიზორი, დაიდეთ პოპკორნი და უყურეთ – კისრის მოტეხისკენ მიდიან თვითონ, არავის დახმარება არ სჭირდებათ”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
კერძოდ, მან “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე” ისაუბრა.
“ეს არის მომაკვდავი ორგანიზაციის მანიპულაციები, რომელიც არაფერს მოიტანს. ერთს აირჩევენ თავმჯდომარედ, მეორეს, ორივე ერთად იქნება თანათავმჯდომარე, თუ კიდევ მესამეს ჩამოიყვანენ უცხოეთიდან, მაინც არაფერი უშველით. ამას ჩემი მტკიცება არ სჭირდება. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ჩართეთ ტელევიზორი, დაიდეთ პოპკორნი, უყურეთ და მიხვდებით, ვისთან გაქვთ საქმე. კისრის მოტეხვისკენ მიდიან თვითონ, არავის დახმარება არ სჭირდებათ. ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც არ აქვს არანაირი გეგმა და მთავარი ფიგურანტები ერთმანეთს არიან გადაკიდებული. უბრალოდ ნახეთ, რა სიტყვებით ამკობენ ერთმანეთს, რაში დებენ ბრალს ერთმანეთს. ეს უკვე საკმარისია იმის გასაგებად, რომ ესენი ვერასდროს ვერაფერს გააკეთებენ. ერთადერთი, რაც ჩვენ დაგვრჩენია, ისაა, რომ უბრალოდ მაყურებლის პოზიციიდან ვუყუროთ, როგორ განვითარდება [პროცესები], ისიც თუ ვინმეს რაიმე ინტერესი აქვს. მე არანაირი ინტერესი არ მაქვს”, – აღნიშნა შარმანაშვილმა.